ჰონგ-კონგში არეულობა გრძელდება

ჰონგ-კონგში პროტესტის მე-16 კვირა პოლიციასთან შეტაკებებითა და დაპირისპირებით დასრულდა. პროტესტი თანდათან უფრო უმართავ სახეს იღებს. დემონსტრანტემბი ჩინელების მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებსა და ობიექტებს ესხმიან თავს.

პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები თავიდან რამდენიმე რაიონში დაიწყო, თუმცა სულ მალე მთელ ქალაქს მოედო. აქციის მონაწილეებმა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები"  გამოიყენეს, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხა. დემონსტარნტებმა სეპცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებს სცემეს და იარაღის წართმევა სცადეს. იერიში რამდენიმე სავაჭრო ცენტრსა და მეტროსადგურზე განხორციელდა, მეტროს მუშაობა დროებით შეწყდა.