ჰონგ-კონგში ძაღლი კორონავირუსის გამო კარანტინში მოათავსეს

ჰონგ-კონგში ძაღლი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მას Covid-2019 დაუდგინდა. ამის შესახებ CNN წერს.

ძაღლი სოფლის მეურნეობის, მეთევზრობისა და ბუნების დაცვის სამინისტროს გადასცეს.

"ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ შინაური ძაღლი კარანტინში მოათავსა მას შემდეგ, რას კორონავირუსზე ტესტის პასუხი "მსუბუქად დადებითი" აღმოჩნდა", - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლის პატრონმა კორონავირუსი გადაიტანა, ძაღლის პერორალური, ნაზალური და რეკტალური ნიმუშების ტესტებმა კი აჩვენა, რომ ისიც ინფიცირებულია.

"ძაღლს სხვა დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს", - წერს CNN.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ შინაური ცხოველები შეიძლება COVID-19-ით დაინფიცირდნენ, ან ადამიანების ინფიცირების წყაროები იყვნენ.

სპეციალისტები ძაღლს დეტალურ მონიტორინგს ჩაუტარებენ და დამატებით ანალიზებს აიღებენ რათა ზუსტად იცოდნენ, ნამდვილად აქვს თუ არა მას კორონავირუსი, თუ მის პირზე და ცხვირზე ნაწილაკები გარემოს დაბინძურების შედეგად მოხვდა.