ჰონგ-კონგში მიწის ნაკვეთი 7 მილიარდ დოლარად იყიდება

ჰონგ-კონგი სამთავრობო აუქციონზე ქალაქის ბიზნეს-ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, მისი საბოლოო ფასი, სავარაუდოდ, 7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს.

საუბარია 48 ათასი კვ.მ-ის ფართობზე კომერციული მშენებლობისთვის. მის გვერდით საერთაშორისო ფინანსური ცენტრის 88-სართულიანი ცათამბჯენი მდებარეობს, რომელიც ოფისების ქირის საფასურით რეიტინგებში ლიდერობს.

ტენდერი პარასკევს დასრულდება.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი ჩინეთში, კოულონის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. 2019 წელს ის 5,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.