ჰონგ-კონგში ოპოზიციონერი მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში პეკინისადმი ოპოზიციური გაზეთის Apple Daily -სა და მედიაკომპანია Next Digital-ის მფლობელი ჯიმი ლაი დააკავეს. ჩინეთის მიერ მიღებული ახალი, ჰონგ-კონგის უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე ასევე დაკავებულია მედიამაგნატის 2 ვაჟი და გაზეთის რედაქციის 5 ხელმძღვანელი პირი.

მედიასაშუალების რედაქციაში ჩხრეკა 200-მა პოლიციელმა ჩაატარა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებების სერია კიდევ გაგრძელდება. 

მანამდე ჩინურმა გამოცემა Global Times -მა ჯიმი ლაი "მეამბოხეთა მხარდამჭერად" მოიხსენია.