ჰონკ-კონგში 184 ადამიანი დააკავეს

ჰონკ-კონგის პოლიციამ 2-კვირიანი ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში 184 ადამიანი დააკავა. ამოღებულია 223 კილოგრამი აკრძალული ნივთიერებები. ამის შესახებ rthk.hk წერს.

ამოღებული კანაბისის, კეტამინის, კოკაინის, ჰეროინის ღირებულება 6,6 მილიონი აშშ დოლარია.

დაკავებულთა შორის 17 მოსწავლე და სტუდენტია.

რეიდების დროს ძალოვნებმა ნარკოტიკების წარმოების, გავრცელებისა და შენახვის ფაქტებზე 153 საქმე გახსნეს.