მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კოსმოსში მიემგზავრება - LIVE

Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში მიემგზავრება. ფრენა Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ით განხორციელდება.

რაკეტა აფრინდება და დაახლოებით 40 კმ სიმაღლეს, რის შემდეგაც მას კაფსულა გამოეყოფება. ბეზოსის ფრენა მხოლოდ 11 წუთს გაგრძელდება.

ჯეფ ბე­ზო­სის გარ­და, ხო­მალ­დის ბორტზე იქ­ნე­ბა მისი ძმა - მარ­კი, რო­მე­ლიც ავი­ა­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რა­ნია, აგ­რეთ­ვე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ქალი - ინ­სტრუქ­ტო­რი, 82 წლის უოლი ფან­კი და 18 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ოლი­ვიე დე­ი­მე­ნი.

კომპანიამ Blue Origin შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელმაც კოსმოსში უკვე 15 საცდელი გაფრენა შეასრულა. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით New Shepard, დედამიწის ორბიტაზე კაფსულით 6 მგზავრს აიყვანს, სადაც, ის უწონადობის პირობებში 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ, ხომალდი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. საბოლოო ჯამში, გაფრენა მოიცავს 40 წუთს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.