Hulu ფესტივალ Lollapalooza-ს ეთერში აჩვენებს

წელს Hulu მუსიკალური ფესტივალის Lollapalooza ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

ფესტივალი ჩიკაგოში 29 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

Hypebeast-ის ცნობით, დამატებითი თანხის სანაცვლოდ Hulu-ს გამომწერები ისეთი შემსრულებლების გამოსვლების ნახვას შეძლებენ, როგორიცაა Tyler, the Creator, Post Malone, Megan Thee Stallion, Playboi Carti, Foo Fighters და სხვები.

ტრანსლაცია ყოველ დღე, დილიდან საღამომდე განხორციელდება.