Hulu-მ 'The Handmaid's Tale-ის' მე-4 სეზონის თიზერი გამოაქვეყნა - VIDEO

სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ სერიალ "The Handmaid's Tale-ის" მეოთხე სეზონის ახალი თიზერი გამოაქვეყნა.

წუთნახევარ ვიდეოში წარმოდგენილია მარგარეტ ეტვუდის რომანის ფილმის ადაპტაციის მთავარი პერსონაჟი, ფრედოვა ჯუნი, რომელსაც ელისაბედ მოსი ასრულებს. მასში ასევე მონაწილეობენ ივონ სტრაჰოვსკი, მედლინ ბრიუერი, სამირა ვაილი და ბრედლი უიტფორდი.

სერიალის პრემიერა დაგეგმილია აპრილის ბოლოს.