ჰულუსი აკარი: თურქი სამხედროები აზერბაიჯანში მალე გაემგზავრებიან

'თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანში მალე გაემგზავრებიან, - თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. 

გამოცემა Anadolu-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა შესაბამისი მომზადება უკვე გაიარეს.

„ჩვენი ავიაცია მზად არის, რაც შეიძლება მალე ჩაიყვანოს თურქი სამხედროები აზერბაიჯანში, რათა მათ დაკისრებული მისიის შესრულება დაიწყონ“, - განაცხადა ჰულუსი აკარმა