იამაიკელი მომღერალი მილი სმოლი 73 ასაკში გარდაიცვალა

იამაიკელი მომღერალი მილი სმოლი 73 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. იგი ცნობილი გახდა სინგლით "My Boy Lollipop", რომელიც 1964 წელს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა და დღემდე 7 მილიონი გაყიდვით ლიდერობს.

მილის გარდაცვალება "Island Records-ის" დამაარსებელმა, ქრის ბლექველმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან კარგი და განსაკუთრებული ადამიანი იყო. 

1963 წელს პატარა მილი სწორედ ბლექველმა წაიყვანა ლონდონში, რათა My Boy Lollipop- ის საკუთარი ვერსია ჩაეწერა. 

"მე ვიტყოდი, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც " ska International-ის" წოდება დაიმსახურა, რადგან ეს მისი პირველი ჰიტ-ჩანაწერი იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო” - განაცხადა ბლექველმა "Jamaica Observer- თან" ინტერვიუში.