იაპონელი მილიარდერი მაეძავა მთვარეზე გარფენამდე კოსმოსურ წვრთნებს იწყებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა, რომელიც მთვარეზე გაფრენას გეგმავს, მოგზაურობისთვის მზადებას უკვე მომდევნო თვეში დაიწყებს.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს. წვრთნებისთვის ის რუსეთში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა "სოიუზით" 12 დღიანი ტურისთვის მომზადებას გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას მილიარდერის Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

იუსაკუ მაეძავა ილონ მასკის SpaceX-ის პირველი კერძო მგზავრი უნდა გახდეს, რომელიც 2023 წელს მთავრის გარშემო იმოგზაურებს.