იაპონია ორმუზის სრუტეში სამხედრო გემებს გაგზავნის

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს აცნობა, რომ სამხედრო გემების ორმუზის სრუტეში გაგზავნას გეგმავს.

ამავდროულად იაპონიის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ არ შეუერთდებიან ამერიკულ კოალიციას, რომელიც სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები ინდივიდუალურ მისიას შეასრულებენ“, - განაცხადეს სამინისტროში.