იაპონია რუსეთისგან კურილიის კუნძულებთან დაკავებული გემების გათავისუფლებას ითხოვს

იაპონია რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სათევზაო გემები და მისი ეკიპაჟი, რომელიც ჰოკაიდოს კუნძულთან დააკავეს.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გემები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილში, რომელიც იაპონიას ესაზღვრება, სათევზაოდ იყვნენ გასული. იაპონიის მთავრობის მდივნის თქმით, რუსეთის ქმედებები „დასაგმობი და მიუღებელია“.