იაპონიას ორი ახალი ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიის სანაპიროს ორი ახალი ტაიფუნი უახლოვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

ტაიფუნი „ნეოგური“, რომელიც ამ სეზონზე მე-20 იქნება, ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს 22 ოქტომბერს დაატყდება თავს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ რომ ქარის სიჩქარე 45 მ/წმ-ს შეადგენს.

მეორე ტაიფუნი „ბუალოი“ ასევე სამხრეთიდან ვრცელდება და იაპონიის დასავლეთ სანაპიროს 26 ოქტომბერს, გამთენიისას მიუახლოვდება. ქარის სიჩქარემ შესაძლოა 50 მ/წმ-ს მიაღწიოს.