იაპონიამ "ჯანმრთელი დღეგრძელობის" მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იაპონიამ ე.წ. "ჯანმრთელი დღეგრძელობის" კუთხით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ასაკი, რომლის დროს მოხუცს დახმარების გარეშე ყოფნა შეუძლია და მოვლა არ ესაჭიროება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სამინისტრო ავრცელებს.

"იაპონიაში ჯანსაღი დღეგრძელობის ასაკი - როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გახდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კერძოდ, ქალების შემთხვევაში ეს 75,5 წელია, მამაკაცებისთვის - 72,6.

2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ზრდამ ქალებში 0,59 წელი, ხოლო მამაკაცებში 0,54 წელი შეადგინა. 2001 წელთან შედარებით „ჯანმრთელი დღეგრძელობის“ ასაკი ქალებში 2,73 წლით გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში - 3,28 წლით.