იაპონიაში 60-ზე მეტი შიდა რეისი გაუქმდა

ტოკიოში ინტენსიურად თოვს, რის გამოც გზებზე ცუდი ხილვადობაა. ამის შედეგად ქვეყანაში 60-მდე შიდა რეისი გაუქმდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა 0-ზე ნარჩუნდება, თუმცა საღამოს და ღამით, სინოპტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა, მინუს ორამდე დაეცეს, თოვლის საფარის სიმაღლე კი დაახლოებით 5 სმ იქნება.

ლიპყინულის საშიშროების გამო, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ.

ძლიერი თოვლი ასევე აღმოსავლეთ იაპონიის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის შიზუოკასა და კანაგავას პრეფექტურებში მოდის.