იაპონიაში ადამიანებს სამუშაო ადგილებსა და უნივერსიტეტებში აცრიან

21 ივნისიდან იაპონიაში მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სამუშაო ადგილებსა და უნივერსიტეტებში აიცრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის, კაცუნობუ კატოს თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება სურს.

ადამიანები, ვინც სამუშაო ადგილებსა და უნივერსიტეტებში აიცრებიან, Moderna-ს ვაქცინებს მიიღებენ.