იაპონიაში ახალ კოვიდვაქცინას ცდიან

იაპონურმა კომპანიამ VLP Therapeutics Japan კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო. ის ინფორმაციულ, ანუ მატრიცულ РНК-ზეა დაფუძნებული და ნაკლებ დოზას მოითხოვს, ვიდრე არსებული ვაქცინები. ინფირმაციას NHK ავრცელებს.

Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად, ექსპერიმენტული პრეპარატი mRNA ტექნოლოგიას ემყარება.

კომპანიის განცხადებით, კლინიკური ცდების პირველი სტადია ოიტას უნივერსიტეტის საავადმყოფოში დაიწყო.

ეს უკვე მეხუთე კომპანიაა იაპონიაში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.

VLP Therapeutics Japan იმედოვნებს, რომ მისი ვაქცინა გამოყენებისთვის 2022 წლის ბოლოსთვის იქნება მზად.