იაპონიაში ახალი წლის ღამეს დიდ თოვლს ელოდებიან

იაპონიის მთავარმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა მოსალოდნელი უპრეცედენტო სიცივისა და თოვლის შესახებ გააფრთხილა.

აღინიშნა, რომ 30 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, იაპონიის ზღვის სანაპიროზე ცივი ჰაერის მასების გამო, ქვეყანაში ძლიერ თოვლსა და წვიმას ელოდებიან. მათი თქმით, ჩრდილოეთ რეგიონები და სანაპიროები ოთხშაბათს 90 სმ-მდე თოვლით დაიფარება. ხოლო ახალი წლის ღამეს კიდევ 80-120 სმ თოვლია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგების თქმით, დიდთოვლობამ, შესაძლოა, გადაკეტოს გზები. ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ, რომ საკუთარი სახლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ.