იაპონიაში დიდთოვლობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, იამაგატას პრეფექტურაში, დიდთოვლობის შედეგად, მიმდინარე კვირაში სულ 6 ადამიანი დაიღუპა.  

19 დეკემბერს, 65 წლის ქალის ცხედარი საკუთარი სახლის მახლობლად თოვლში, 1,7 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

იაპონიაში 16 დეკემბრის შემდეგ გადაუღებლად თოვს. 18 დეკემბერს, ნალექი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მეტეოროლოგების განცხადებით, 20 დეკემბერს კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.