იაპონიაში დიდთოვლობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის ზღვის სანაპიროზე დიდი თოვლი მოვიდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 277 ადამიანი.

უხვი ნალექის გამო შეფერხებულია საავტომობილო გადაადგილება და გადადებულია ავიარეისები. გზებსა მაგისტრალებზე საცობებში ათასობით მანქანა გაიჭედა. სახლები მთლიანად თოვლით იყო დაფარული. სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციოდ სამუშაოებში სამხედროების ჩართვა გახდა საჭირო. 

იაპონიაში უამინდობა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.