იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა

იაპონიაში, კუმამოტოსა და კაგოსიმას პრეფექტურებში ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობაა. ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

ხელისუფლება 200 000 ადამიანს თავშესაფრებში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ძლიერი წვიმების გამო ელექტროენერგიის გარეშე 9 ათასი სახლია დარჩენილი.

პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ სტიქიის რეგიონში 10 000 სამხედრო გაგზავნა.

მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.