იაპონიაში ფუკუშიმას ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს - PHOTO

იაპონიაში 10 წლის წინ მომხდარი მიწისძვრისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ტოკიოს ცერემონიაში პრემიერი იოშიჰიდე სუგა და იმპერატორი ნარუჰიტო მეუღლესთან - მასაკოსთან ერთად მონაწილეობდნენ. პანდემიის გამო ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. კორონავირუსის გამო გასული წლის ცერემონია გადაიდო.

წუთიერი დუმილის ცერემონია დღეს დაზარალებული პრეფექტურებში - ფუკუშიმაში, ივატესა და მიაგიშიც გაიმართა. მოსახლეობამ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიტანა. შუადღისას, ზუსტად 14:46 -ზე, იმ დროს, როდესაც 2011 წელს მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი გაჩერდა და დადუმდა. 

2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძლიერმა მიწისძვრამ ასევე ძლიერი ცუნამი გამოწვია, რასაც ფუკუშიმას ატომური სადგურის დაზიანება მოჰყვა. ტრაგედიის შედეგად 22,2 ათასი ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.