იაპონიაში კანადელ მუსიკოსს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს

იაპონიის ქალაქ ოსაკასთან, კანსაის აეროპორტში კანადელ მუსიკოსს 18 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდა. ინფორმაციას სმის შესახებ სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების თქმით, ნარკოტიკის ამ პარტიის ფასი შავ ბაზარზე 1,07 მილიარდ იენს (10 მილიონ დოლარამდე) შეადგენს.

ნარკოტიკები 21 წლის კანადელის ხელბარგში იყო მოთავსებული.