იაპონიაში ხანდაზმულთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

იაპონიაში 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა რიცხვმა პირველად მიაღწია 36.4 მილიონს, რაც რეკორდული მაღალი მაჩვენებელია.

შესაბამისად, ხანდაზმულები იაპონიის მთლიანი მოსახლეობის 29.1%-ს შეადგენენ.

ხანდაზმულთა პროპორციის თვალსაზრისით, იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

წლის განმავლობაში, ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა 220 ათასი ადამიანით.

ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობას შორის მოხუცები იკავებენ 26%-ს. ხანდაზმული ქალების წილი იაპონიაში მესამედს - 32%-ს შეადგენს.