იაპონიაში ხანძარმა იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა

შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები, რომელიც უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ხანძარმა გაადანდგურა.

ხანძარს 20-ზე მეტი სახანძარო ბრიგადა ებრძოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შურის ციხესიმაგრე, რომელიც ოკინავას კუნძულზე მდებარეობს, 600 წლის წინ რიუკუს დინასტიის დროს არის აგებული. 1933 წელს მას იაპონიის ეროვნული განძის სტატუსი მიენიჭა.