იაპონიაში კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიაში COVID-19 ინფექციის 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 197 ინფიცირებულია ტოკიოში. 

იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 967-მდე გაიზარდა. მათ შორის 712 ინფიცირებული საკრუიზო ლაინერ "ბრილიანტის პრინცესას" მგზავრი ან ეკიპაჟის წევრია. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება NHK, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.