იაპონიაში კორონავირუსით სახლში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

იაპონიაში ზაფხულის მოახლოებული ოლიმპიური თამაშების ფონზე პანდემია კიდევ უფრო მწვავდება. ბოლო 24 საათში ოსაკას პრეფექტურაში ინფიცირების 668, ხოლო ტოკიოში 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 1 თვის განმავლობაში საავადმყოფოს გარეთ, სახლში18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობა 60 წელს ზევით, ერთი კი 30 წლის იყო. ოფიციალური პირები ხელისუფლებას კორონავირუსის მე-4 ტალღის შესაჩერებლად რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  

პარასკევს იაპონიის მთავრობამ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კორონავირუსის შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები ტოკიოსა და ოსაკას რეგიონებს, ასევე აიტისა და ფუკუოკას პრეფექტურებს შეეხო.