იაპონიაში მამაკაცმა დანით ხუთი ადამიანი დაჭრა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Nishinippon ავრცელებს.

ინციდენტი ქალა ფუკუოკაში, მუნიციპალური საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში მოხდა. დაჭრილთაგან ყველაზე უმცროსი მოზარდია, უფროსი კი - 60 წლის. ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, 4-მა მსუბუქი ჭრილობები მიიღო, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. 20 წლამდე მამაკაცის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელსა და მის 2 ნათესავს შორის, რომლებიც დაიჭრნენ, გაუგებრობა მოხდა.