იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა - VIDEO

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრეც 7.1 მაგნიტუდას შეადგენდა 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Kyodo იუწყება.

სტიქიის ეპიცენტრი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფუკუშიმას პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მიწისძვრა ტოკიოშიც იგრძნობოდა.

ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.