იაპონიაში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

იაპონიაში, ფუკუშიმას პრეფექტურის პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას NHK ავრცელებს.

სახანძრო და სამაშველო დახმარების სამსახურის განცხადებით არიან დაშავებულები. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.