იაპონიაში რეგენერაციული მკურნალობის კლინიკური კვლევები დაიწყება

იაპონურმა კორპორაცია Life Science Institute-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ისინი მაისში დაიწყებენ კორონავირუსით მძიმედ დაზიანებული პაციენტების რეგენერაციულ კლინიკურ კვლევებს, რა დროსაც ისინი გამოიყენებენ მრავალ ხაზოვანი დიფერენცირებადი სტრესისთვის გამძლე უჯრედებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო JIJI ავრცელებს.

თერაპია ხელს შეუწყობს ფილტვებისა და ვირუსისგან დაზიანებული სხვა ორგანოების გამოჯანმრთელებას და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის შემცირებას.