იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე 70 პირია კორონავირუსით ინფიცირებული

იაპონიაში, ქალაქ იოკოჰამას პორტში მდებარე საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, რომელიც კარანტინის ზონად გამოცხადდა, კორონავირუსი კიდევ ექვს მგზავრს დაუდგინდა. ამის შესახებ TASS იტყობინება. 

ამ დროისათვის, საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია, მათ შორის არიან, როგორც მგზავრები, ასევე, ეკიპაჟის წევრები.  

იაპონიაში, კორონავირუსით 96 პირია ინფიცირებული, აქედან, 70 საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ის მგზავრია.