იაპონიაში საშიშ სიცხეს პროგნოზირებენ

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყანაში სითბური დარტყმის მიღების რისკი გაიზარდა. ინფორმაციას NHK ავრცელებს.

მეტეოროლოგების ცნობით, ნიიგატას პრეფექტურაში ტემპერატურამ 39,1 გრადუსს მიაღწია, იამაგატაში კი 37,5 გრადუსს. ძლიერი სიცხე ტოკიოშიც დაფიქსირდა.

ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩეს, მეტი წყალი დალიოს, კონდიციონერები ჩართოს და ქუჩაში პირბადე მოიხსნას, თუ სოციალური დისტანცია დაცულია.