იაპონიაში მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NHK წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ აასორის პრეფექტურაში, ქალაქ ჰასიკამიში დაფიქსირდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ მიწისძვრის წყარო ეპიცენტრი ზღვაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროზე, 56 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.