იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

დასრულდა იაპონიის პარლამენტის მნიშვნელოვანი, ქვედა პალატის არჩევნები, რომელიც მთავრობის მეთაურის არჩევასა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებისას ზედა პალატაზე პრიორიტეტულია.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ინფორმაციით, 18:00 საათის მდგომარეობით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 31,64% შეადგინა. ეს მაჩვენებელი აღემატება 2017 წლის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას. 

პარლამენტის არჩევნებამდე დაშლამდე, მასში 465 ადგილიდან 276-ს აკონტროლებდა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDP), რომელსაც პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა ხელმძღვანელობდა.