იაპონიაში ვეფხვმა რეინჯერები დაგლიჯა

იაპონიის ქალაქ ნასუში, ტოჩიგის პრეფექტურაში, საფარი-პარკში ვეფხვი სამ რეინჯერს დაესხა თავს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას NHK ავრცელებს.

ინციდენტი დამთვალიერებლებისთვის პარკის გახსნამდე მოხდა, როდესაც თანამშრომლებმა ვეფხვების გალიებიდან ქუჩაში გადაყვანა დაიწყეს.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულია ერთი მამაკაცი და ორი ქალი, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ის სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.