იაპონიის დასავლეთით ფრინველის გრიპი დაფიქსირდა

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ფრინველის გრიპის აფეთქება ქვეყნის მესამე პრეფექტურაში დაფიქსირდა. 

ცნობილია, რომ ეპიდემია დასავლეთ იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ავაჯიში აღმოაჩინეს. სანიტარული ღონისძიებების ფარგლებში, პრეფექტურის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მეფრინველეობაში 146 000 ქათმის დაკვლას აპირებს. ინფიცირებული ცხოველების აღმოფხვრის ოპერაციაში ქვეყნის თავდაცვის ძალების 400-მდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე, ფრინველის გრიპის ეპიდემიები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კაგავასა და ფუკუოკას პრეფექტურებში დაფიქსირდა. შედეგად, რეგიონში 1,2 მილიონზე მეტი ქათამი დაკლეს.