იაპონიის კუნძულებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ ოგასავარას ქედის მიდამოში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას NHK ავრცელებს.

ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა

მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოდამ სამხრეთით, დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე, 77 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.