იაპონიის სადგურზე უკონტაქტო რობოტები გამოჩნდნენ

აღმოსავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანიამ ტოკიოს სადგურზე რობოტები გამოსცადა. ინფორმაციას ტელეარხი NHK ავრცელებს.

სადგურზე Takanawa Gateway, რომელიც ტოკიოში მარტში გაიხსნა, სხვადასხვა რობოტი მუშაობს. ასე სარკინიგზო ოპერატორი იმედოვნებს, რომ მგზავრებს პირდაპირი კონტაქტის გარეშე მოემსახურება, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს.

ერთ-ერთი რობოტი ადამიანის ხმაზე რეაგირებს და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დახმარებით სხვადასხვა კონსტრუქციაზე აწვდის ინფორმაციას.

კიდევ ერთი რობოტი სადგურის ვესტიბიულში მდებარეობს. ის თეთრი ჯოხის იდენტიფიცირებას ახდენს, რომელსაც უსინათლოები იყენებენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას დაცვის წევრებს უგზავნის.

სარგინიგზო კომპანიაში იმედოვნებენ, რომ რობოტები მუშა ხელის დეფიციტს შეავსებს და კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში უკონტაქტო სერვისების მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.