იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო (JMA) ავრცელებს.

მისი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვაკაიამას პრეფექტურაში, 20 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პრეფექტურებში იგრძნეს.

დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.