იაპონიის სანაპიროსთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სანაპიროებთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰატინოჰედან 95 კმ-ის დაშორებით, 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.