იაპონური მედიის ცნობით, დასავლეთ იაპონიის თავზე უცნობი კაშკაშა ციური სხეულის ვარდნა დააფიქსირეს.
სოციალური მედიის მომხმარებლები ციური სხეულის ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ.
ციური სხეულის ვარდნა ასევე დააფიქსირეს NHK-ის სატელევიზიო კამერებმა, რომლებიც მიეს, აიშისა და კიდევ რამდენიმე პრეფექტურაშია დამონტაჟებული.
როგორც ჰიოგოს პრეფექტურის აკაშის მუნიციპალური პლანეტარიუმის დირექტორმა გამოცემა Kyodo-ს განუცხადა, ციური სხეული უჩვეულოდ დიდი ზომისაა და სიკაშკაშით ფამოირჩევა.
თვითმხილველების განცხადებით, ციური სხეულის ჩამოვარდნას ძლიერი ხმაური მოჰყვა.