ICESCO აზერბაიჯანში რეგიონალურ ცენტრს გახსნის

ერთი წლის განმავლობაში, ისლამური ქვეყნების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (ICESCO) აზერბაიჯანში რეგიონალურ ცენტრს გახსნის.

ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ ძალიან მოხარულებუ ვართ, რომ ICESCO აზერბაიჯანში რეგიონალური ცენტრის გახსნას დათანხმდა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცენტრი არამარტო ჩვენი ურთიერთობების, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებას მოემსახურება”, - განაცხადა მან.