იდლიბში თურქეთის სამხედრო კოლონა ააფეთქეს

იდლიბში, თურქეთის სამხედრო კოლონის გადაადგილების მარშრუტზე, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. არიან დაშავებულები. ამის შესახებ გაზეთი Soczu წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ტრასა М-4-ზე მოხდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.