იემენის აეროპორტთან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში, ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გარე კარიბჭესთან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც სავარაუდოდ ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრის მინები.