იემენის ძალებმა ექსტრემისტების 2 გემი გაანადგურა

იემენის კოალიციურმა ძალებმა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ორი გემი გაანადგურეს. 

გემები ინდოეთის ოკეანისა და წითელი ზღვის შემაერთებელ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ცურავდა. მათ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მოძრაობის წარმომადგენლები დისტანციურად მართავდნენ. ხომალდები სრუტეში ნაოსნობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.