იემენის თავდაცვის სამინისტროს შტაბში აფეთქება მოხდა

იემენის მარიიბის პროვინციაში თავდაცვის სამინისტროს შტაბში აფეთქება მოხდა. ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც იემენის თავდაცვის მინისტრი, მუჰამედ ალ-მაქსიდი სამხედრო სარდლობასთან თათბირს მართავდა. თავად უწყების ხელმძღვანელი არ დაშავებულა.

ამჟამად ინციდენტის მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს.