იემენში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა

იემენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალ-ბაიდის პროვინციის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების დასატენ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

დაშავებულთა დიდი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქებამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა სადგურის მიმდებარე სახლებსა და რამდენიმე მანქანას.