არაბულმა კოალიციამ იემენში ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია 160 ხუსიტი.
ავიაშეტევა ქალაქ მარიბიდან განხორციელდა, სადაც ხუსიტებისა და სამთავრობო ძალების მწვავე დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს.
მოძრაობა ანსარ-ალაჰს მისი მებრძოლების ლიკვიდაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 2014 წლის დეკემბერში, მიუხედავად ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებისა, ჰუსიტები აგრძელებდნენ შეიარაღებულ ბრძოლას, დაამყარეს კონტროლი ქალაქების ახრაბისა და ხოდეიდის დიდ ნაწილზე.